,,სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა,წყლის დაცვა კი-მოვალეობა."
სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები იკვლევენ ამავე სოფლის წყაროს წყალს.
Friday, June 8, 2012
Thursday, April 12, 2012
სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები იკვლევენ ამავე სოფლის წყაროს წყალს.
ბავშვებმა მოიტანეს წყაროს წყალი და დააკვირდნენ ხომ არ შეიცავდა უხსნად მინარევებს.შეამოწმეს ჰქონდა თუ არა წყალს თავისებრი არასასიამოვნო სუნი. შეიცავდა თუ არა გახსნილ მარილებს.
მათ ჩაატარეს შემდეგი ცდა: წყალი ჩაასხეს ფაიფურის ჯამში და ააორთქლეს. დააკვირდნენ, ხომ არ შეიცავდა გახსნილ მარილებს.
ბავშვებმა გაფილტრეს წყაროს წყალი და დააკვირდნენ,ხომ არ შეიცავდა უხსნად მინარევებს.ასევე შეამოწმეს, ჰქონდა თუ არა წყალს თავისებური, არასასიამოვნო სუნი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები:
სოფელ ღოუბნის წყაროს წყალი არ შეიცავს მარილებს, უხსნად მინარევებს და არა აქვს არასასიამოვნო სუნი.იგი სასმელად ვარგისია.
მათ ჩაატარეს შემდეგი ცდა: წყალი ჩაასხეს ფაიფურის ჯამში და ააორთქლეს. დააკვირდნენ, ხომ არ შეიცავდა გახსნილ მარილებს.
ბავშვებმა გაფილტრეს წყაროს წყალი და დააკვირდნენ,ხომ არ შეიცავდა უხსნად მინარევებს.ასევე შეამოწმეს, ჰქონდა თუ არა წყალს თავისებური, არასასიამოვნო სუნი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები:
სოფელ ღოუბნის წყაროს წყალი არ შეიცავს მარილებს, უხსნად მინარევებს და არა აქვს არასასიამოვნო სუნი.იგი სასმელად ვარგისია.
Monday, November 7, 2011
ღოუბნის წყაროს წყლის ისტორიული წარსული
სოფელ ღოუბნის ცენტრში მოედინება წყაროს წყალი,რომელსაც მოსახლეობა იყენებს სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის.
მე,როგორც ქიმიის მასწავლებელმა გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად გამოგვეკვლია ამ წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. დავაინტერესე ბავშვები და დავავალე მათ მოეძიათ იმფორმაციია სოფლის უხუცესებთან. წყაროს წყლის წარმოშობაზე, თუ საიდან იღებს სათავეს, რომელ წლებში მოხდა მისი გამოყვანა და რა გზას გადის იგი სანამ მოაღწევს მოსახლეობამდე.
ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში. გადაიღეს ფოტოები . ნახეს წყაროს კედელზე დატანებული ქვა წარწერით, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ წყარო 1909 წელს გამოუყვანია ვინმე პავლეს.
მოსწავლეები ; აბულაშვილი გურამი, ყელბერაშვილი ნუგზარი, ყელბერაშვილი ნანა და ჯანგებაშვილი სალომე ეწვივნენ სოფლის უხუცესს , ბატონ ოთარ სულხანიშვილს, რომელმაც უამბო, რომ წყარო სათავეს იღებს მთა “ქოროღლის” ძირიდან, ეგრეთ წოდებულ “ჭიქნაურას” ხეობიდან .
წყაროს გამოყვანაში სოფელსაც მიუღია მონაწილეობა.
ბავშვებმა გადაწყვიტეს მოაწყონ ლაშქრობა და ნახონ ის გზა რომელსაც წყარო გადის სათავიდან სოფლამდე.
Wednesday, July 6, 2011
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:,,სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა,წყლის დაცვა კი–მოვალეობა."
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ და მოიძიონ ინფორმაცია ღოუბნის წყაროს წყალზე.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლე შეისწავლის: ისტორიულ ცნობებს შესასწავლი ობიექტის შესახებ, წყლის სისუფთავის დადგენას,მის გამოყენებას თანამედროვე პირობებში,რა აუარესებს და აუმჯობესებს წყლის სისუფთავეს, დაცვას გაჭუჭყიანებისაგან
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ ღოუბნის წყაროს წყლის ისტორია, ისწავლონ მასზე ზრუნვა,მიხვდნენ, რომ წყლის დაცვა-მათი სიცოცხლის დაცვაა,.
მონაწილეთა ასაკი:
13–15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:
5-6 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი,სადაც განთავსდება მოსწავლეთა მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი,ბლოკნოტი და კალამი, კომპიუტერი, ქიმიური ხელსაწყოები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას იღებენ მე-9 კლასის ყველა მოსწავლე, თემის არჩევის შემდეგ კლასებში ვაკომპლექტებ ჯგუფებს, თითოეულ ჯგუფს დაევალება სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, კერძოდ: მოსწავლეები ესტუმრებიან სოფლის უხუცესებს და მათგან მოიპოვებენ ისტორიულ მასალას სოფლის წყაროს შესახებ, გადაიღებენ სურათებს და შექმნიან ფოტოალბომს, მოაწყობენ ფოტო გამოფენას, ჩაატარებენ ცდას წყლის სისუფთავის დასადგენად. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული მასალების პრეზენტაციას.
მოსწავლეებს შევაფასებ მოპოვებული ინფორმაციისა და დისკუსიაზე ჩართულობის ხარისხით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მარინა სულხანიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
marinesulxanishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
marinesulxanishvili.blogspot.com.
Subscribe to:
Posts (Atom)