სოფელ ღოუბნის ცენტრში მოედინება წყაროს წყალი,რომელსაც მოსახლეობა იყენებს სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის.
მე,როგორც ქიმიის მასწავლებელმა გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად გამოგვეკვლია ამ წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. დავაინტერესე ბავშვები და დავავალე მათ მოეძიათ იმფორმაციია სოფლის უხუცესებთან. წყაროს წყლის წარმოშობაზე, თუ საიდან იღებს სათავეს, რომელ წლებში მოხდა მისი გამოყვანა და რა გზას გადის იგი სანამ მოაღწევს მოსახლეობამდე.
ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში. გადაიღეს ფოტოები . ნახეს წყაროს კედელზე დატანებული ქვა წარწერით, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ წყარო 1909 წელს გამოუყვანია ვინმე პავლეს.
მოსწავლეები ; აბულაშვილი გურამი, ყელბერაშვილი ნუგზარი, ყელბერაშვილი ნანა და ჯანგებაშვილი სალომე ეწვივნენ სოფლის უხუცესს , ბატონ ოთარ სულხანიშვილს, რომელმაც უამბო, რომ წყარო სათავეს იღებს მთა “ქოროღლის” ძირიდან, ეგრეთ წოდებულ “ჭიქნაურას” ხეობიდან .
წყაროს გამოყვანაში სოფელსაც მიუღია მონაწილეობა.
ბავშვებმა გადაწყვიტეს მოაწყონ ლაშქრობა და ნახონ ის გზა რომელსაც წყარო გადის სათავიდან სოფლამდე.
No comments:
Post a Comment