ჩემი პორტფოლიო ლემილზე

Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა






პროექტის სახელწოდება:
,,სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა,წყლის დაცვა კი–მოვალეობა."
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ და მოიძიონ ინფორმაცია ღოუბნის წყაროს წყალზე.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლე შეისწავლის: ისტორიულ ცნობებს შესასწავლი ობიექტის შესახებ, წყლის სისუფთავის დადგენას,მის გამოყენებას თანამედროვე პირობებში,რა აუარესებს და აუმჯობესებს წყლის სისუფთავეს, დაცვას გაჭუჭყიანებისაგან
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ ღოუბნის წყაროს წყლის ისტორია, ისწავლონ მასზე ზრუნვა,მიხვდნენ, რომ წყლის დაცვა-მათი სიცოცხლის დაცვაა,.
მონაწილეთა ასაკი:
13–15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:
5-6 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი,სადაც განთავსდება მოსწავლეთა მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი,ბლოკნოტი და კალამი, კომპიუტერი, ქიმიური ხელსაწყოები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას იღებენ  მე-9 კლასის ყველა მოსწავლე, თემის არჩევის შემდეგ კლასებში ვაკომპლექტებ ჯგუფებს, თითოეულ ჯგუფს დაევალება სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, კერძოდ: მოსწავლეები ესტუმრებიან სოფლის უხუცესებს და მათგან მოიპოვებენ ისტორიულ მასალას სოფლის წყაროს შესახებ,  გადაიღებენ სურათებს და შექმნიან ფოტოალბომს, მოაწყობენ ფოტო გამოფენას, ჩაატარებენ ცდას წყლის სისუფთავის დასადგენად. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები მოახდენენ მოპოვებული მასალების პრეზენტაციას.
მოსწავლეებს შევაფასებ მოპოვებული ინფორმაციისა და დისკუსიაზე ჩართულობის ხარისხით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
მარინა სულხანიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
marinesulxanishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
marinesulxanishvili.blogspot.com.

No comments:

Post a Comment